Sunday, June 11, 2017

მე-9 დღე, ტრენინგის ბოლო დღე

   ჩვენი  ტრენინგი  დასასრულს  მიუახლოვდა.  დღეს  შევაჯამეთ   და  კიდევ  ერთხელ  გავიხსენეთ  თუ  რა  ვისწავლეთ  ამ  ტრენინგის  ფარგლებში,  ეს  ეხებოდა,   როგორც  თეორიულ( ვისწავლეთ   პროექტების  წერა  დაწვრილებით,  ყველა  კომპონენტის  გათვალისწინებით) ასევე  ტექნიკურ  მხარეს.   გავაკეთეთ  ჩვენი  პროექტის  პრეზენტაცია.
   ტრენინგი  ჩემთვის  სასარგებლო  და  საჭირო  იყო.  პროექტში  ყველაფერი  მიზნობრივად  კეთდება  და  რაც  მთავარია  მოსწავლეთა  საჭიროებებზეა   მორგებული. ეს  დამეხმარება  წლის  ბოლოს  შედეგის  მიღწევაში,  სასწავლო  ექსკურსიების  მიზნობრივად  მოწყობასა  და  დაგეგმვაში.  მადლობა  მინდა  ვუთხრა  ჩვენს  ტრენერს  ფასილიტაციისთვის,  ტრენინგის  საინტერესოდ  წარმართვისთვის.
     

Saturday, June 3, 2017

რეფლექსია, მერვე დღე

დაწვრილებით  აღვწერეთ  პროექტის  მსვლელობა

რეფლექსია,მეშვიდე დღე

    ტრენინგები  საინტერესოდ  მიმდინარეობს.  დღეს  ვიმუშავეთ თუ   როგორ და  რა  ფორმით  ჩავრთოთ     სპეციალური  საჭიროებების  მქონე  მოსწავლეები  პროექტში     როგორ  ავსახოთ ეს  ტექნიკურად,  აგრეთვე,  უცხოენოვანი  მოსწავლეები  როგორ  ჩავრთოთ  აქტივობებში.
  გავეცანით   გუგლის  სპეციალურ  ფორმებს   და  დრაივში  მუშაობის   სხვა  ტექნიკურ  საშუალებებს.