ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს შევაჯამეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ თუ რა ვისწავლეთ ამ ტრენინგის ფარგლებში, ეს ეხებოდა, როგორც თეორიულ( ვისწავლეთ პროექტების წერა დაწვრილებით, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ასევე ტექნიკურ მხარეს. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგი ჩემთვის სასარგებლო და საჭირო იყო. პროექტში ყველაფერი მიზნობრივად კეთდება და რაც მთავარია მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული. ეს დამეხმარება წლის ბოლოს შედეგის მიღწევაში, სასწავლო ექსკურსიების მიზნობრივად მოწყობასა და დაგეგმვაში. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ტრენერს ფასილიტაციისთვის, ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისთვის.
Sunday, June 11, 2017
Sunday, June 4, 2017
Saturday, June 3, 2017
რეფლექსია,მეშვიდე დღე
ტრენინგები საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს ვიმუშავეთ თუ როგორ და რა ფორმით ჩავრთოთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები პროექტში როგორ ავსახოთ ეს ტექნიკურად, აგრეთვე, უცხოენოვანი მოსწავლეები როგორ ჩავრთოთ აქტივობებში.
გავეცანით გუგლის სპეციალურ ფორმებს და დრაივში მუშაობის სხვა ტექნიკურ საშუალებებს.
გავეცანით გუგლის სპეციალურ ფორმებს და დრაივში მუშაობის სხვა ტექნიკურ საშუალებებს.
Sunday, May 28, 2017
მეხუთე, მეექვსე დღე
ვმუშაობთ, როგორც პროექტის შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებზე ასევე მოსწავლის ნამუშევრების შეფასებაზეც ეს მოიცავს სხვადასხვა ეტაპს პროექტის დასაწყისში, შუაში და დასასრულს, დასკვნით ეტაპზე.
Sunday, May 21, 2017
რეფლექსია მეოთხე დღე
ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეს გავეცანით ბუკლეტის შექმნის ტექნიკურ მხარეს. რაც შეეხება პროექტს, დღეს გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ მიმართულების მიმცემ კითხვებს. აგრეთვე, ვიმუშავეთ სასწავლო მიზნების დახვეწაზე.
Saturday, May 20, 2017
რეფლექსია, მეორე და მესამე დღე
ტექნიკური მიზეზების გამო ბლოგი შევქმენი მესამე დღეს. ტრენინგი ძალიან საინტერესოა. აქამდეც მიმუშავია პროექტებით, მაგრამ ახლა უფრო ჩავუღრმავდი და უფრო მეტად დავინახე პროექტებით სწავლების საჭიროება სასწავლო პროცესში,
მით უფრო ისტის გამოყენებით.
გავიგე, როგორ შევადგინო პროექტის შინაარსი, მიზნები და ამოცანები. როგორ დავგეგმო ეს ყველაფერი და როგორ გამოვიყენო ინტერნეტ რესურსი პროექტის დასაგეგმად.
Subscribe to:
Posts (Atom)